გვაქვს შემთხვევები, როდესაც ინფექცია გადატანილი აქვთ პაციენტებს, რომელთაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 17:28 | 05.05.2020
ნანახია: 508

გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომელთაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არიან მოქალაქე, რომლებსაც უსიმპტომოდ გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია.
„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომელთაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი არის გამოკვლეული, უკვე გვყავს ისეთებიც, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე