თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული, როდის დასრულდება საქართველოში ეპიდემია - ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 17:24 | 05.05.2020
ნანახია: 625

თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში პანდემიისა და ეპიდემიის დასასრული, - ამის შესახებ ჯამდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამეცნიერო ინსტიტუტიდან უკვე იანვრიდან იდება არაერთგვაროვანი სურათები.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ, არც ერთმა ქვეყანამ არ ვიცით ინფექციის თვისება, ეს არის ახალი ინფექცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში პანდემიისა და ეპიდემიის დასასრული.
მკაცრად უნდა დავიცავთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენ ყველას გვიწევს „კოვიდ“ ინფექციასთან ერთად ცხოვრება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ წლებშიც ჩვენ მოგვიწევს „კოვიდ“ ინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია; მოგვიწევს, რომ ვიაროთ ნიღბებით და დავიცვათ ყველა ის ჰიგიენური ღონისძიება, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე