შეიარაღებული ძალების 8 დაღუპული და 3 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი სამხედრო ქალაქში ბინებს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 07.01.2016
ნანახია: 1727

საქართველოს შეიარაღებული ძალების 8 დაღუპული და 3 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი სამხედრო ქალაქში ბინებს მიიღებს. ლოტოტრონი თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.

დღეს, 7 იანვარს, 14:00 საათზე, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მათი ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები ახალ საცხოვრებელ კორპუსს ესტუმრებიან, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 11 ბინა გარდაცვლილი და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე