61-ე დღეს პაციენტმა #5, კორონავირუსი დაამარცხა, ის „გეფას“ ხელმძღვანელია

საქართველო, თბილისი - 13:22 | 05.05.2020
ნანახია: 839

61-ე დღეს პაციენტმა #5 კორონავირუსი დაამარცხა. ცნობილი გახდა, რომ ის „გეფას“ ხელმძღვანელია, რომელმაც კლინიკაში ზუსტად 61 დღე გაატარა.

იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ, „გეფას“ ხელმძღვანელი კლინიკაში 5 მარტს შეიყვანეს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, გარდაცვლილია - 9.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე