საქართველოში კორონავირუსისგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 05.05.2020
ნანახია: 800

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 604 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე