„ევროპული საქართველო“ შეთანხმების შესრულებასა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 16:37 | 04.05.2020
ნანახია: 542

"სრულფასოვან მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების შესრულების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ მივიღებთ", - ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

ბაქრაძე ამბობს, რომ პარტია წერტილოვნად, გამონაკლისის სახით მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, ყველა იმ საკითხის განსახილველად, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და რომელსაც გავლენა ექნება კორონავირუსის შედეგების აღმოფხვრაზე.

"ყველა პრაქტიკულ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვენ მზად ვიქნებით აქტიურად ვიმუშაოთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ და არ მივცეთ ხელიშუფლებას საშუალება, რომ საკუთარ ჭკუაზე ყოველგვარი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გარეშე განკარგოს ის თანხები, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას", - ამბობს ბაქრაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე