ავტოსარემონტო კომპანიები ხვალიდან მუშაობას განაახლებენ

საქართველო, თბილისი - 14:57 | 04.05.2020
ნანახია: 718

5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიებს საშუალება ექნებათ მუშაონა განაახლონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ესეც ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობა დღეს არსებული ვითარება იძლევა.

"ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის",- განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე