თბილისსა და რუსთავში გადაადგილების შეზღუდვა, შესაძლოა, კვირის ბოლოს მოიხსნას

საქართველო, თბილისი - 11:52 | 04.05.2020
ნანახია: 600

თბილისსა და რუსთავში გადაადგილების შეზღუდვა, შესაძლოა კვირის ბოლოს მოიხსნას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და სავარაუდოდ კვირის ბოლომდე ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

თბილისსა და რუსთავში ამ დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე