საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 04.05.2020
ნანახია: 590

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 593 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4830 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 521.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე