გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი - მეუფე იობი ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე

საქართველო, თბილისი - 17:00 | 03.05.2020
ნანახია: 967

რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იობი აცხადებს, რომ ყინწვისის ინციდენტის დროს დაპირისპირება საერო პირებს შორის მოხდა, სროლა კი მონასტრის ტერიტორიაზე არ ყოფილა.

„გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. მსგავსი აქამდე არ ყოფილა. მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამე. შელაპარაკება იყო ერისკაცებს შორის. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირები არ დაპირისპირებიან - მამა საბამაც გააკეთა განცხადება და მამა დავითიც იტყვის. როგორც ერის ადამიანები სვამენ, ისე სვამენ სასულიერო პირები. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი დავითს. არანაირი მფარველობა არ მაქვს. ნასვამობამ არ იცის არც ერის კაცი და არც სასულიერო პირი. მანამდე იშვიათად სვამდა, ცდილობდა თავის შეკავებას. ეს არ იყო გავლენების მოპოვების მცდელობაც. მათ არც უჩხუბიათ. მამა საბა იყო ჩამოსული და უნდა შერიგებულიყვნენ იმ დღეს შენი თანდასწრებით. ჰაერში იქნა გასროლილი, არ ვიცი, ვინ მოახვედრა ტყვიები მანქანას", - აცხადებს მეუფე იობი.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი 27 აპრილს დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამა დავით აქიაშვილმა, ერისკაცობაში კობა კობაიძემ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ მამა საბა ჟღენტის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან საბა ჟღენტმა გარიდება შეძლო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე