კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერს განეკუთვნება, ის სპორტსმენის დედაა - ლალი ტურძელაძე

საქართველო, თბილისი - 15:37 | 03.05.2020
ნანახია: 3545

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერს მიეკუთვნება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 58 წლის გარდაცვლილი ქალი, რომელსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, სპორტსმენის დედაა. ის კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
"აპარატზე იყო, კარგა ხანია ჩვენთან არის. უმძიმესი პაციენტი იყო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის კლასტერთან დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა," - განუცხადა ლალი ტურძელაძემ "კურიერს" სატელეფონო საუბრისას.
ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეცხრე შემთხვევაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე