საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 03.05.2020
ნანახია: 742

საქართველოში კორონავირუსისგან  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

ვstopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 215 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 8.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე