საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 03.05.2020
ნანახია: 580

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 8.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე