ქუთაისში 12 წლის გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 23:07 | 02.05.2020
ნანახია: 1009

ქუთაისში 12 წლის გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 12 წლის გოგონას რამდენიმე საათის წინ დაეჯახა.

მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე