პრაღიდან სპეცრეისით საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 20:48 | 02.05.2020
ნანახია: 494

დღეს „ჯორჯიან ეარვეისის“ სპეცრეისით პრაღიდან საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა. სპეცრეისი პრაღიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდა.
აღნიშნული რეისით ისარგებლეს საქართველოს მოქალაქეებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი –ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე