კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, COVID-19 ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 02.05.2020
ნანახია: 578

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  COVID-19 ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ათობით გამოძახებაზე იმყოფებოდა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მისი თქმით, ექიმი გამოძახებაზე 60-ზე ნაკლებ პაციენტთან იმყოფებოდა.

„დათვლილი და გამოკვლეულია მისი მორიგეობის დროს ყველა გამოძახება. ვიცით ყველა თანამშრომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ევექსშიც და სასწრაფოშიც. ის ადამიანები რომლებიც ამ შემთხვევის გამო რისკჯგუფში არიან, ჩვენ თვითიზოლაციას გვირჩევნია, რომ კარანტინში გადავიყვანოთ. სანამ ტესტირება არ ჩატარდება ძნელია დაზუსტებით თქმა ვინ არის წყარო," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ინფიცირებული ქალის თანამშრომლებს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში კორონავირუსი არ დაუდგინდათ, რაც შეეხება ევექსის კლინიკის თანამშრომლებს, მათი ანალიზები უახლოეს პერიოდში ლუგარის ლაბორატორიაში გაიტესტება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე