კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 7 პაციენტი დაემატა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 02.05.2020
ნანახია: 517

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით ახალი შემთხვევებიდან კლინიკას 7 პაციენტი დაემატა, ყველას წყარო ცნობილია.

საავადმყოფოში ამ დროისთვის 68 პაციენტია, მათგან კორონავირუსი 47-ს აქვს დადასტურებული,  ახალი შემთხვევებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ასაკოვანი პირია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია, რადგან მას თანმხლები მძიმე ჰიპერტონიული დაავადებაც აქვს და მაღალი რისკის მატარებელია. საავადმყოფოში 5 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე