საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 02.05.2020
ნანახია: 613

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 582 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 7

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე