ბათუმის საბაგიროს ტარიფი 100 %-ით გაძვირდა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 06.01.2016
ნანახია: 1638

ბათუმში საბაგირო „არგოს“ მომსახურება 100 %-ით გაძვირდა. როგორც ირკვევა, 2016 წლიდან „არგო“ საკუთარ კლიენტურას (უფროსებისათვის) გაორმაგებული ტარიფით დახვდა. თუ კი აქამდე საბაგიროთი მგზავრობის ტარიფი (2 გზა) 5 ლარს შეადგენდა, ამიერიდან ტარიფი - 10 ლარით განისაზღვრა.
 უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფის ზრდა შეეხო მხოლოდ უფროსი ასაკის მგზავრებს.
სტუდენტებისთვის საბაგიროთი მგზავრობის ტარიფის (2 გზა) 3 ლარს შეადგენს (სტუდენტის მოწმობის წარდგენით), ხოლო 10 წლამდე ბავშვებიათვის მგზავრობის ტარიფი ისევ 2 ლარია. 3 წლამდე ბავშვებისთვის კი მგზავრობა კვლავინდებურად უფასოა.
შეგახსენებთ, რომ საბაგირო გზის სისტემა ავსტრიული კომპანია „დოპპელმაიერის“ მიერაა დაპროექტებული. გზის სიგრძე 2586 მეტრია და მასზე მუდმივად  8 ადგილიანი 9 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები) (5 მ/წმ-ით სიჩქარით) მოძრაობს.
ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, ერთი საათის განმავლობაში კი საბაგიროს  245 ადამიანის მომსახურება შეუძლია.
კულტურულ გასართობი ცენტრი „არგო“ წარმოადგენს სანახაობრივ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ანურიის მთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 250მ სიმაღლეზე. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე