საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 01.05.2020
ნანახია: 733

საქართველოში კორონავირუსისგან  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 566 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე