კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა
საქართველო, თბილისი - 17:00 | 01.05.2020 ნანახია: 482აღნიშნულის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
"ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ," - წერს ბერძენიშვილი. საელჩოს ინფორმაციით ტვირთი საქართველოში მ.წ. 5 მაისს ჩამოვა.
შეგახსენებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელშეწყობით კორეული კომპანია - SD Biosensor, Inc. საქართველოში კოვიდ 19-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს ახორციელებს.
შეგახსენებთ აღნიშნულ ფაქტს, Twitter-ის პირადი გვერდის საშუალებით ასევე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და კორეის რესპუბლიკის მთავრობას კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის კოორდინაციით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრონლობით განაგრძობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებთან სამედიცინო ნედლეულის მოპოვების მიზნით აქტიურ მუშაობას.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა