გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 13:36 | 01.05.2020
ნანახია: 536

კლინიკაში 99 პაციენტია, აქედან ინფიცირებულია 81. ახალი შემთხვევა ბოლო24 საათის განმავლობაში კლინიკაში არ შემოსულა. დღეს ვწერთ გამოჯანმრთელებულ 4 პაციენტს და ისინი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

"რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და, ამიტომ, რამდენიმე დღეში გადმოვლენ სხვა განყოფილებებში. 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმედ. იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ გემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არცერთ მათგანს არ სჭირდება დამატებითი ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოკი ამ პაციენტებთან მოხსნილია. რაც შეეხება სხვა განყოფილებებში არსებული პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე