ბოჭორიშვილის კლინიკაში 63 ინფიცირებულიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 01.05.2020
ნანახია: 540

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 63 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგანს 13 მდგომარეობა საყურადღებოა, ერთის კი, მძიმე. ამის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

 „დღეს დაგვემატა ოთხი ახალი პაციენტი. ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ჩვენს კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტია. 13 პაციენტია საყურადღებო. ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. არ აქვს მას არც ჭარბი წონა, მას არ ჰქონდა არც დატვირთული ანამნეზი, ასაკობრივადაც არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციაში. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ოთხი ახალი პაციენტიდან არიან დედა-შვილი. ერთი დედა- შვილი გორიდან არის გადმოყვანილი. მეორე დედა-შვილის ოჯახის წევრები ჩვენს კლინიკაში მკურნალობდნენ, ცნობილი კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე