საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 01.05.2020
ნანახია: 569

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 566 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 184 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 550.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე