საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 184 - მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 20:31 | 30.04.2020
ნანახია: 720

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 184 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 539 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 184 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე