ფილიპინებში კორონავირუსისგან 16 დღის ჩვილი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 17:51 | 30.04.2020
ნანახია: 973

მედიის ცნობით, მშობლებმა მანილის ერთ-ერთ კლინიკაში ხუთი დღის ბავშვი მიიყვანეს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. 11-დღიანი მკურნალობის შემდეგ კი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ის ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი გახდა, რომელმაც COVID-19 დაამარცხა.

 „შეხვდით ჩვენს ყველაზე ახალგაზრდა პაციენტს, ბავშვს, რომელიც 16 დღის წინ დაიბადა და  COVID-19 დაამარცხა. ეროვნული საავადმყოფოს თანამშრომლები დაუღალავად უვლიდნენ ახალშობილს 11 დღის განმავლობაში და წარმატებით გამოაჯანმრთელეს ის“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით ფილიპინებზე დაფიქსირებულია კორონავირუსის ინფიცირების 8 488 შემთხვევა, გარდაიცვალა 568 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე