არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე

საქართველო, თბილისი - 16:03 | 30.04.2020
ნანახია: 622

არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გილიადი“ ის კომპანიაა, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში, ჯანდავის სამინისტროსთან და მთავრობასთან კარგი თანამშრომლობის შესაბამისად, საქართველოს უფასოდ აწვდის მედიკამენტებს და ქვეყანას დიდ პატივს

„ისარგებლა ჯანდაცვის მინისტრმა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის ისტორია და მისცეს „რემდესივირი“. არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, 15 მედიკამენტის კვლევა დაიწყეს თავიდანვე იმის გასაგებად, თუ რომელი მედიკამენტი გაამართლებდა და ამ ჯგუფში „რემდესივირი“ თავიდანვე ფავორიტად მოიაზრებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე