დღიურ რეჟიმში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR ტესტი - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 16:01 | 30.04.2020
ნანახია: 554

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR ტესტი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კოვიდ ინფექციის მართვის თვალსაზრისით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს.

"დღევანდელი მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჯიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი პისიარტესტი, ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება უფრო მეტად გაფართოებული ეს ტესტირებები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მიზნობრივ ტესტირებას ხარვეზად არ მიიჩნევს.

"საქართველოს დღესდღეობით გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართავთ კოვიდინფექციის გავრცელებას და ასევე, შემდეგში, რა თქმა უნდა, მის მკურნალობასაც. აქედან გამომდინარე, არ მივიჩნევთ ხარვეზად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი და მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება იმ ჯაჭვის ამოცნობა, როდესაც ხდება პაციენტის მხრიდან მის კონტაქტებზე ინფორმაციის გადაცემა", - თქვა ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე