ესპანეთში ზედიზედ რამდენიმე დღეა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 14:43 | 30.04.2020
ნანახია: 645

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 268 ადამიანი დაიღუპა, რაც 57-ით ნაკლებია ერთი დღით ადრე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 24 543-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 1 309 ახალი შემთხვევა. ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 213 435 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 112 050, მათ შორის ბოლო ერთ დღეში 3 103 პაციენტი. ამგვარად, ზედიზედ უკვე რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს.

ესპანეთი მსოფლიოში მსხვერპლთა რაოდენობით აშშ-ს, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა, მეორე ადგიზლე კი ინფიცირებულთა რაოდენობით - აშშ-ის შემდეგ.

ამასთან, ესპანეთმა ეპიდემიის პიკი გადალახა. თუ პიკის დროს დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევები 35 პროცენტს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 0,6 პროცენტს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე