სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 2 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 14:26 | 30.04.2020
ნანახია: 634

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო 24 საათში 134-ით გაიზარდა და 2066-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით გამოჯანმრთელდა 929 ადამიანი. გარდაიცვალა 32 პაციენტი.

აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის მკურნალობას 1 103 პაციენტი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე უკვე 21 125 ტესტია  ჩატარებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე