ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 30.04.2020
ნანახია: 561

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცახდებით, კლინიკაში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს, ოპერაცია ჩაუტარდა.  

 „გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მესამე კვირაა, კლინიკაში მკურნალობდა, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, კონკრეტულად, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და ორი დღის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან -ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ამჟამად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე