კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა არის თეთრიწყაროდან - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 10:45 | 30.04.2020
ნანახია: 528

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის  22 ახალი შეთხვევიდან უმეტესობა თეთრიწყაროდანაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია. საერთო ჯამში კოვიდის-ცენტრებში სულ  361 პაციენტი იმყოფება.

„22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი თეთრიწყაროდანაა, ორი ბოლნისიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 ინფიცირებული მკურნალობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე