აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 30.04.2020
ნანახია: 618

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 207-ს მიაღწია. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეცნიერთა პროგნოზების მიხედვით აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა მაქსიმალური რაოდენობა 60 ათასი იქნებოდა. თუმცა მანამდე 100 ათასი დაღუპულის შესახებაც ივარაუდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს აჭარბებს. გამოჯანმრელდა 116 ათასზე მეტი პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე