კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადავლახეთ - თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 23:52 | 29.04.2020
ნანახია: 718

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა.

მისი თქმით, თურქეთში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობამ უკვე ორჯერ გადააჭარბა ინფიცირებულებს.

ქოჯას ინფორმაციით, თურქეთში COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობა ევროპაში ყველაზე დაბალია. მისი თქმით, თუ საკარანტინო ზომები მაისის ბოლომდე გაგრძელდება, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ახალი ზრდა აღარ იქნება.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 60 პროცენტი სტამბოლში ცხოვრობს. როგორც ქოჯა ამბობს, თურქეთის ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მეგაპოლისში დაავადების გავრცელების შეკავება შეძლო.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 117 589-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 081 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 44 022 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე