იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 323 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:20 | 29.04.2020
ნანახია: 624

იტალიაში, გასულ 24 საათში კორონავირუსით 323 ადამიანი გარდაიცვალა, ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 27 682-ს მიაღწია. მონაცემებს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.

წინა 24 საათში კორონავირუსმა 382 ადამიანი იმსხვერპლა.

იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა ბოლო 24 საათში 2 086-ით მოიმატა და 203 591-ს მიაღწია.

ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 2 311 პაციენტი, რაც ინფიცირების შემთხვევებზე მეტია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან უკვე 71 252  პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე