სასწრაფო დახმარების 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 17:46 | 29.04.2020
ნანახია: 498

სასწრაფოს 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათგან სამი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტროფის ბრიგადის თანამშრომელია. ორი ინფიცირებული, ასაკობრივი კატეგორიის გამო, რისკჯგუფს მიეკუთვნება.

ერთ-ერთი ექიმის ცნობით, 5 პირიდან, რომელსაც ბოლოს დაუდგინა კორონავირუსი, ერთ-ერთი მამაკაცი შემოიყვანეს ყველაზე გვიან. მამაკაცი ბოლნისის გარდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა და ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისი ინფიცირება ბოლნისის კლასტერს არ უკავშირდებოდეს.

ექიმები ბოლოს თბილისში, ავლაბარში მდებარე ერთ-ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ვირუსის დადასტურების გამო, ამავე სასტუმროში მყოფ სხვა პირებს კარანტინის ვადა გაუგრძელეს.

ექიმები ავლაბარის საკარანტინო სივრცეში 13 აპრილის შემდეგ, ეტაპობრივად გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც ბოლნისში მათ ერთ-ერთ კოლეგას ვირუსი დაუდასტურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე