მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილება ნამდვილად არ ღირს იმად, რისკები შეექმნას საქართველო-უკრაინის პოლიტიკურ თანამშრომლობას - არჩილ თალაკვაძე
საქართველო, თბილისი - 16:02 | 29.04.2020 ნანახია: 495„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე იქნება გაუგებარი და არამეგობრული გადაწყვეტილება და დააზიანებს ჩვენსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჩვენ რომ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უკრაინელ კოლეგებსაც ექნებოდათ იგივე კითხვები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნისა და უკრაინის რადას სპიკერისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
„რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ საკითხებზე, ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებებს ოპონენტთა მხრიდან მწვავე რეაქციები არ მოჰყოლია.
„ვიტყოდი, რომ ეს იყო უფრო სუსტი რეაქციები, ვიდრე მწვავე და ძლიერი. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, ამ ოპოზიციის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკვე არის წარსულის თემა და მიხეილ სააკაშვილი მომავალში ვეღარ იქნება ოპოზიციის ლიდერი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ამას ოპოზიციაში უკვე ბევრი ხვდება, ამიტომ, რა რეაქციებიც გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო "სავალდებულო განცხადებები". მე ამას ვერ დავარქმევდი ძლიერ რეაქციებს. არგუმენტაციაც სუსტი მოვისმინე. ერთადერთი არგუმენტი ის ქონდათ, ხომ არ არის ეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ჩარევა უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე პასუხი იმთავითვე ცხადი იყო, როდესაც ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ - მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, თუმცა, აქვე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ვერხოვნა რადას სპიკერისთვის წერილის გაგზავნა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ არის. უკრაინის არჩევნებში სააკაშვილმა 0.4% მხარდაჭერა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას უკრაინელმა ხალხმაც უარი უთხრა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა