ჟურნალისტების ტესტირება სწრაფი ტესტებით დღეიდან დაიწყება - ლევან გოფოძე

საქართველო, თბილისი - 14:43 | 29.04.2020
ნანახია: 563

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებისა და შშმ პირთა პანსიონატების გარდა, არსებობს სხვა მიზნობრივი ჯგუფებიც, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

ლევან გოფოძეს თქმით, ჟურნალისტების ტესტირება სწრაფი ტესტებით დღეიდან დაიწყება.

"გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთმეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას. სწრაფი ტესტია ეს, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში გადავალთ PSR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში”, - აღნიშნა ლევან გოფიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე