ილია ელოშვილი: ენერგო მომარაგების კუთხის დასაველთ საქართველოში მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 16:11 | 06.01.2016
ნანახია: 1455

დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მოწვეულ მედიასაშუალებებს დასავლეთ საქართველოში ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა გააცნეს.

„ენერგო მომარაგების კუთხის დასაველთ საქართველოში მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ზემო აჭარაში, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ამ დროისათვის გათიშულია 4000-მდე აბონენტი. ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, ბრიგადები მობილიზებულია და ჩვენი ვარაუდით დღის ბოლომდე ამ აბონენტთაგან 80-90%-ს დენის მიწოდება აღუდგება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ბატონ არჩილს, გუბერნატორებს, გამგებლებს ოპერატიულობისათვის, ასევე „ენერგო-პროს“ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სადღესასწაულო დღეები სამსახურში გაატარეს,“ - აღნიშნა ილია ელოშვილმა. აჭარაში არსებული მდგომარეობა შეაჯამა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„ამ დროისათვის ქობულეთში გათიშულია 700-მდე აბონენტი. მიმდინარეობს სამუშაოები, ძირითადად პრობლემები ქაქუთის მიმართულებითაა. დღეს დილიდან შეგვექმნა პრობლემა ხულოს რაიონში, სადაც დილის მონაცემებით 3200 აბონენტია გათიშული. ამ წუთისთვის გვატყობინებენ რომ ეს რიცხვი 2600-მდე შემცირდა, დღის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სურათი“. არჩილ ხაბაძემ აღნიშნა ასევე რომ გზების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური გზები გაწმენდილია, ავტოტრანსპორტის კუთხით შეფერხება რეგიონში არ ფიქსირდება. „დღევანდელ შეფერხება არ ყოფილა გაზისა და წყლის მომარაგების კუთხით. თუმცა დღეს, ბათუმის მოსახლეობის იმ აბონენტებს, რომლებიც ძველი წყალსადენის სიტემით სარგებლობენ, შეზღუდული აქვთ წყლით მომარაგება. დღის ბოლომდე ეს პრობლემაც აღმოიფხვრება“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე