ბორის ჯონსონს ვაჟი შეეძინა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 29.04.2020
ნანახია: 653

ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს ვაჟი შეეძინა. ინფორმაციას პრემიერის კანცელარიის წარმომადგენელი ავრცელებს.

ჯონსონს შვილი საცოლისგან - კერი საიმონდსისგან ეყოლა.

 „დილით, ადრე ლონდონის კლინიკაში წყვილს ბიჭი შეეძინა, ის ჯანმრთელია, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა კანცელარიის წარმომადგენელმა. ის რომ წყვილი ბავშვს ელოდებოდა, თებერვალში გახდა ცნობილი.

55 წლის ჯონსონმა და მისმა 31 წლის მეგობარმა ქალმა კერი საიმონდსმა რამდენიმე  ხნის წინ განაცხადეს, რომ დაინიშნენ, საიმონდსმა Instagram-ზე დაწერა, რომ ნიშნობა გასული წლის ბოლოს შედგა.

მათი რომანი ჯონსონისა და მისი მეუღლის მარინა უილერის განქორწინების მიზეზი გახდა. ბორის ჯონსონს მარინასთან ქორწინებაში ოთხი შვილი ჰყავს.

შეგახსნებთ, ბორის ჯონსონს მარტის ბოლოს კორონავირუსი დაუდგინდა. ის დაავადების გართულების გამო კლინიკაში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ  ბრიტანეთის პრემიერი სამუშაოს უკვე დაუბრუნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე