პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან განკურნებული 9 პაციენტი დატოვებს - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 13:47 | 29.04.2020
ნანახია: 549

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მის კლინიკას დღეს კორონავირუსისგან განკურნებული 9 პაციენტი დატოვებს.

მისივე განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი გადის მკურნალობას, რომელთაგან რეანიმაციაში 8 პაციენტია. მათგან 6 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი, აქედან ინფიცირებული რჩება 81 პაციენტი. დღეს კლინიკიდან კოვიდის გარეშე ეწერება ცხრა გამოჯანმრთელებული. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებითს. მთავარია, ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვახარებს", - თქვა რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე