ჯო ბაიდენს ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 13:09 | 29.04.2020
ნანახია: 623

აშშ-ის ექს ვიცე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის ახლანდელი კანდიდატის 77 წლის ჯო ბაიდენის ყოფილმა თანამშრომელმა ტარა რიდიმ  გააკრიტიკა ჰილარი კლინტონის გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელმაც ის გააუპატიურა. იუწყება ტელეარხი Fox News-ი.

ბაიდენი საპრეზიდნტო კანდიდატობის მთავარი და ერთადერთი პრედენტენტია დემოკრატების მხრიდან. ცოტა ხნის წინ გაზეთი Business Inside წერდა, რომ ბაიდენის ყოფილმა თანამშრომელმა მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ვაშინგტონის პოლიციაში და ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ტარა რიდი ამტკიცებს, რომ ბაიდენი მას 1993 წელს ავიწროვებდა, როდესაც სენატორი იყო. ქალის თქმით, ინციდენტი აშშ-ის სენატის კორიდორში მოხდა, სადაც ბაიდენმა მას კაბის ქვეშ ხლი შეუცურა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. პირველად რიდმა ბაიდენი გასული თვის ბოლოს დაადანაშალა, ბაიდენის გუნდმა ბრალადებას სიცრუე უწოდა.

როგორც ტელარახი იუყწება, რიდმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰილარი კლინტომა ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 „მე 2016 წელს ხმა მივეცი ჰილარი კლინტონს... მთელი ცხოვრება მხარს დემოკრატებს ვუჭერდი. მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ვიღაც ეხმარება სექსუალურ მტაცებელს , ჩემს ყოფილ უფროსს, ჯო ბაიდენს, რომელმაც მე გამაუპატიურა“, - განაცხადა რიდმა.

ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები რიდის ბრალდებას სასტიკად უარყოფენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე