საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი და ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩამოვიდა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 29.04.2020
ნანახია: 528

ავიაკომპანია Geo Sky-მ ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანა უზრუნველყო. მათ შორის COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო 40 ათასი PCR ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და კორონავირუსისგან სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Geo Sky-მ ავიაკომპანია აღნიშნული რეისი შეასრულა ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ", - განმარტავენ Geo Sky-ში.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 40 ათასი PCR ტესტი საქართველომ შეიძინა, ხოლო ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთმა გადმოგვცა საჩუქრად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე