საქართველოში კორონავირუსისგან 168 პაციენტი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 21:50 | 28.04.2020
ნანახია: 863

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 168 პაციენტი. ინფორმაციას StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 511 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 168 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე