იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 20:30 | 28.04.2020
ნანახია: 666

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო 24 საათში 2 091-ით გაიზარდა და 201 505-ს მიაღწია.

ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 2 317 ადამიანი, ამგვარად,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 67 941 შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 382 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანასში ამ დრომდე კორონავირუსმა უკვე 27 359 ადამიანი იმსხვერპლა.

კლებას განაგრძობს  ინტენსიური თერაპიის პალატებში მყოფი პაციენტების რაოდენობა. კლინიკები დატოვა 630-მა პაციენტმა. რეანიმაციებიდან კი 93 ადამიანი გაწერეს. ბოლო ეს მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება 4 აპრილიდან. იტალიაში ინფიცირებულთა 79 პროცენტი სახლის პირობებში მკურნალობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე