აშშ-ში ძაღლი კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 19:44 | 28.04.2020
ნანახია: 906

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ძაღლი კორონავირუსით დაინფიცირდა. მოპსის ჯიშის შინაური ცხიველი პირველი ძაღლია შეერთებულ შტატებში, როლმელსაც COVID-19 შეეყარა.

ძაღლი სახელად - უიტსონი პატრონთან ერთად ქალაქ ჩაპელ ჰილში ცხოვრობდა. ის დიუკის უნივერსიტეტში გამოსაკვლევად მას შემდეგ გაგზავნეს, რაც COVID-19-ით მისი პატრონები დაინფიცირდნენ.

უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა კრის ვუდსმა ძაღლის დაინფიცირება დაადასტურა. მისი თქმით, აშშ-ში პირელი შემთხვევაა, როდესაც  ძაღლისთვის ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ძაღლის პატრონმა აღნიშნა, რომ უიტსონი ახველებდა და აცემინებდა, საბოლოოდ კი მადაც დაკარგა. „თუ იცნობთ მოპსებსა და მათი მადის შესახებ, ეს ძალიან უცნაურად მოგეჩვენებოდათ“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა შინაური ცხოველების პატრონებს ურჩია უზრუნველყონ სოციალური დისტანცია ძაღლებს შორის, მათი სეირნობის დროს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე