საქართველოსა და ჩინეთს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 16:02 | 06.01.2016
ნანახია: 1309

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იენჩის შეხვდა.

მინისტრმასაქართველო-ჩინეთის შორის ეკონომიკურიურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებისაუბრადააღნიშნა, რომ  ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკას  და ღვინის პოპულარიზაციის მიზნითქართული ცენტრის გახსნის საკითხს. მხარეემა განიხილესჩინეთში ქართული პროდუქციის (ჩაი, მინერალური წყალი და თხილი) ექსპორტის შესაძლებლობების, ასევე საქართველოში სათბურების და აბრეშუმის წარმოების განვითარების საკითხებსაც.

ჩინეთის ელჩმა, ძი იენჩიმ ორ ქვეყანასშორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასადა აღნიშნა, რომ საქართველოსჩინეთის სანდო პარტნიორია. ელჩმა  ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულღვინოსა და მინერალურ წყალზე მოთხოვნა მზარდია.

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და  იმედი გამოთქვა, რომ  სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე