დღეს 1 პაციენტი დატოვებს კლინიკას, 15-16 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ველოდებით - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 13:55 | 28.04.2020
ნანახია: 532

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროის მონაცემით, სულ 105 პაციენტი იმყოფება, ამათგან კოვიდ-ინფიცირებული 86 პირია.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს 1 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

რატიანის თქმით, გუშინ გაგზავნილი პირველადი კვლევებით რამდენიმე ათეულ პაციენტს არ დაუდასტურდა ინფექცია. განმეორებითი ტესტი დღეს გააგზავნეს და თუ არ დადასტურდა 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

რატიანის განმარტებითვე, რეანიმაციაში რჩება 8 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის სტაბილური აქედან ერთი პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე