თბილისში, ძმობის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 10:39 | 28.04.2020
ნანახია: 529

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ძმობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით,
ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.

მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე