ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება

საქართველო, თბილისი - 10:36 | 28.04.2020
ნანახია: 627

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება.

 „ქვეყნის ყველა ნაწილი ან კარგ ფორმაშია, ან საქმე კარგად მიდის იმ მხრივ, რაც კორონავირუსს ეხება“, - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ ორლეანში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს, სხვა კრიზისულ წერტილებში კი მდგომარეობა სტაბილურდება.

აშშ-ში კორონავირუსის 950 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 55 ათასზე მეტი ადამიანი. ტრამპმა უკვე წარადგინა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე